პროექტზე დაფუძნებული სწავლის შეფასება
მოსწავლეების წინარე ცოდნის/საჭიროებების დადგენა
ganvixileT
სცენარის აქტივობების გაწერა
1) იდეის მიწოდება
2) სამოქმედო გეგმა
3) ჯგუფებში დავალებების გადანაწილება
4) პროგრესის მონიტორინგი
5) შუალედური კონსულტაცია
6) პრეზენტაციისათვის მზადება
7) დახურვა
მოსწავლეების საჭიროებების გაზომვა
გრაფიკული ორგანაიზერები
ვიზუალური წარმოდგენები
ბევრ მასწავლებელს მოსწონს გრაფიკული ორგანაიზერების სასწავლო ბენეფიტები მთელი სასწავლო
პროცესის დროს. გრაფიკული ორგანაიზერები ვიზუალური წარმოდგენებია, რომლებიც კონცეფციისა
თუ პროცესის და მათი ურთიერთკავშირის კომპონენტების ილუსტრაციაა. ის მოსწავლებს
საშუალებას აძლევს, რომ ტვინის როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ნახევარსფერო გაავარჯიშონ და
ინფორმაცია აღიქვან და დაამუშავონ როგორც ლინგვისტური, ასევე გამოსახულების ფორმით.
ვიზუალური წარმოდგენების ჯგუფურად შექმნის პროცესში მოსწავლეები წახალისდებიან რომ მათი
ცოდნა ვერბალურად გადმოსცენ და შეამოწმონ გაგება თავიანთ თანატოლებთან ერთად.
გრაფიკული ორგანაიზერების სწავლებაში გამოყენებას მხარს უჭერს არა ერთი ღირებული კვლევა.
მარზანომ, პიკერინგმა და პოლოკმა (2001) აღმოაჩინეს, რომ მოსწავლეების მიღწევებზე დადებითი
გავლენა აქვს მათ მიერ სხვადასხვა ტიპის დიაგრამისა თუ გრაფიკის შექმნას, რაც მათ მიერ
კონცეფციების გაგებას გულისხმობს.
ჯეი მაქთაი თავის წიგნში „გრაფიკული ორგანაიზერი: თანამშრომლობითი ბმულები უკეთესი
აზროვნებისათვის“ (1992) ხაზს უსვამს სწავლებაში გრაფიკული ორგანაიზერების გამოყენების სამ
სტრატეგიას, და აღწერს, თუ როგორ ეხმარება მოსწავლეებს სწავლაში მათი გამოყენება.
ახსნამდე გამოიყენეთ გრაფიკული ორგანაიზერი, რათა ახალი მასალის პრეზენტაციის სტრუქტურა
ააწყოთ. ორგანაიზერში მიუთითეთ იდეებს შორის კავშირები. შექმენით გრაფიკული ორგანაზიერი
და სთხოვეთ მოსწავლეებს, რომ შეავსონ ისინი, რომ მოიპოვოთ ზუსტი ინფორმაცია მოსწავლეების
წინარე ცოდნის, ინტერესის სფეროების, კითხვებისა და არასწორად გაგებული საკითხების შესახებ.
ახსნის პროცესში გრაფიკული ორგანაზერი ეხმარება მოსწავლეს კავშირების მკაფიოდ აღქმაში, მათი
აზროვნების ორგანიზებაში, გეგმების ფორმულირებასა და ნაბიჯების გააზრებაში. მათი მეშვეობით
მოსწავლე ასრულებს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა თანმიმდევრობა, შედარება, კლასიფიცირება,
ანალიზი და პრობლემის გადაჭრა. როდესაც მოსწავლებს სთხოვთ, რომ ინფორმაციის
ორგანიზებული სტრუქტურა გარდაქმნან, ისინი ისწავლიან საკუთარი შეცდომებიდან. გრაფიკული
ორგანაიზერი ვალიდური და არავალიდური კავშირების შესახებ იდეების გაცვლის საშუალებას
იძლევა, და მოსწავლეებს ეხმარება იმ კავშირების აღმოჩენაში, რომელიც გამოტოვებულია. რუკები
ეხმარება მათ კონცეფციებსა და კავშირებზე არასწორი ინფორმაციის იდენტიფიცირებაში. განხილვის
შედეგ მოსწავლეები ასწორებენ მას, რაც არასწორად იცოდნენ და განსაზღვრავენ ახალ სასწავლო
სფეროებს.
ახსნის შემდეგ მოსწავლეები ქმნიან საკუთარ ორგანაიზერებს რათა გამოჰყონ და ააგონ ძირითადი
კონცეფციები. ასეთი შემაჯამებელი ტექნიკა მოსწავლეებისათვის ინსტრუმენტია, რომ კომპლექსური
ურთიერთკავშირი დაშალონ ცხად, ზუსტ და აკურატულ საკითხებად. ახსნის შემდეგ შექმნილი
გრაფიკული ორგანაიზერი ხელს უწყობს შემუშავების პროცესს. მოსწავლე წინარე ცოდნას ახალს
უკავშირებს და განსაზღვრაბს ამ იდეებს შორის კავშირებს გრაფიკული ორგანაიზერის შექმნის
პროცესში. გრაფიკული ორგანაიზერი აბსტრატული იდეის უფრო ხელშესახებ და კონკრეტულ
აღქმნას უწყობს ხელლს, რაც თავის მხრივ აზროვნების უნარების უკეთ შეფასების საშუალებას
asrty
ReplyDelete